26 აპრილს თბილისი-ბათუმისა  და თბილისი-ფოთის  მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება

26 აპრილს თბილისი-ბათუმისა  და თბილისი-ფოთის  მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება. როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო,  26 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს.
მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ  ცხრილში;
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
სწრაფი გადახდის აპარატებით,
საქართველოს რკინიგზის სალაროებში,
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს – ახალი რეგულაციების მოლოდინში

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას …