2038 წლისთვის ცაზე 48 ათასზე მეტი თვითმფრინავი იფრენს

თბილისი (BPI) – ახალი პროგნოზის მიხედვით, უახლოესი 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში თვითმფრინავების რაოდენობა, მინიმუმ, გაორმაგდება.

2038 წლისთვის ცაზე 48 ათასზე მეტი სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავი იფრენს. სწორედ ასეთ პროგნოზსს კომპანია Airbus-ში აკეთებენ.

შედარებისათვის, დღეისათვის მსოფლიოში ფრენებს 23 ათასი თვითმფრინავი ახორციელებს. Airbus-ში აცხადებენ, რომ მოთხოვნის ზრდის ფონზე საჭირო გახდება დამატებით, 39 ათასი თვითმფრინავის მშენებლობა და ასევე 0.5 მლნ პილოტის მომზადება.

20 წლის შემდეგ, არსებული ავიაპარკიდან მოქმედი მხოლოდ  8,470 თვითმფრინავი დარჩება. მოთხოვნადი იქნება ძირითადად ეკონომიური მოდელები. მოსალოდნელია, რომ საჰაერო ტრაფიკი ყოველწლიურად 4.3%-ით გაიზრდება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …