2023 წელს, ქვემო ქართლის რეგიონში 20 მლნ ლარამდე ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა რეგიონში სამელიორაციო სისტემებზე არსებული მდგომარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს; შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები.  საუბარი შეეხო პროექტებს, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მელიორაცია მიმდინარე წელს  დაიწყებს.  რეგიონში 9000  ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე  სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს დაგეგმილია 20 მლნ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტების დაწყება.

დღეისათვის, ქვემო ქართლის რეგიონში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 15,7 მლნ ლარის ღირებულების 9 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 2500 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება,   სარწყავი წყლის მიწოდება 900  ჰექტარზე   გაუმჯობესდება.

შეხვედრა  ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც  საქართველოს მელიორაციის  ხელმძღვანელი პირები და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი   მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

შემთხვევითი სიახლე

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება და ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 5 ივნისს, სერბეთის რესბუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში, საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორისსაჰაერო მიმოსვლის შესახებ …