2022 წლის ბიუჯეტის ჩარჩო მშპ-ის 6.0%-იან ზრდას და 4.5%-იან დეფლატორს ემყარება

მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, რომელიც მოიცავს 2021 წლის განახლებულ პარამეტრებსაც. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2022 წლის ბიუჯეტის ჩარჩო ემყარება მშპ-ის 6.0%-იან ზრდას და 4.5%-იან დეფლატორს (2021 წლის მშპ-ს ზრდის პროგნოზი ასევე გაიზარდა 9.5%-მდე წინა 7.7%-დან). სახელმწიფო ვალი 2022 წლისთვის მშპ-ს 52.1%-ზეა დაგეგმილი, თითქმის უცვლელი 2021 წლის მაჩვენებლიდან. აღსანიშნავია, საგადასახადო შემოსავლების 17.6%-იანი ზრდა, რაც მაკროპარამეტრებთან ერთად ასახავს COVID-თან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათების დასრულებას. 2022 წლისთვის მიმდინარე ხარჯები მშპ-ის 22.0%-მდე მცირდება კოვიდთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების გამო, ხოლო კაპიტალური ხარჯები კვლავ მაღალ დონეზეა დაგეგმილი და მშპ-ის 8.5%-ს შეადგენს. შედეგად, ფისკალური დეფიციტი 2020 წლს მშპ-ს 4.4%-ზეა დაგეგმილი და 2023 წლიდან მოსალოდნელია დეფიციტის მაჩვენებლის პანდემიამდელ დონესთან დაბრუნება.

შემთხვევითი სიახლე

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს სემეკის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წარმომადგენელი, თამარ პარუნაშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი …