2022 წლიდან, ნათია თხილაიშვილი, ვითიბის საცალო ბისზნესს უხელმძღვანელებს

2022 წლიდან, ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიცია ნათია თხილაიშვილმა დაიკავა. რომელიც, ასევე, დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. ვითიბიმდე, ნათია, პროკრედიტ ბანკში დირექტორატის წევრი იყო და მას საფინანსო სფეროში საქმიანობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს.
”მინდა მივულოცო ნათიას ვითიბი ბანკის გუნდის წევრობა და წარმატება ვუსურვო თავის მომავალ საქმიანობაში. 2022 წელს, ახალი სტრატეგიით და განახლებული ხედვით ვხვდებით, რომლის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი მომხმარებლისთვის სასიამოვნო საბანკო გამოცდილების შეთავაზებაა. მიხარია, რომ ნათია ამ პროცესის ნაწილი გახდება თავისი ღირებული ცოდნით და გამოცდილებით.
აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ვალერიან გაბუნიას 14 წლის განმავლობაში ჩვენი ბანკის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო მის სამომავლო საქმიანობაში,“ – განაცხადა ვითიბის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …