გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარი ეკონომისტის განმარტებით, აგროინდუსტრიული სექტორი სერიოზულ გაურკვევლობაშია.
გარდა ამისა, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, მსოფლიოში დაახლოებით 13 მლნ ადამიანი შიმშილის პირას აღმოჩნდება, – ამის შესახებ FAO-ს მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ გაეროში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ 2021 წელს შიმშილის პირას 702 მლნ-დან 828 მლნ-მდე ადამიანი აღმოჩნდა. განახლებული პროგნოზების მიხედვით, 2030 წელს 670 მილიონზე მეტი ადამიანი დადგეს შიმშილის საფრთხის წინაშე.
„თუ ჩვენ ვიწინასწარმეტყველებთ [კონფლიქტის] უკრაინის გავლენას, დავინახავთ, რომ 2022 წელს კიდევ 13 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება ქრონიკული არასრულფასოვანი კვების საფრთხის წინაშე, გარდა ამისა, რაც ახლა გვაქვს. 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ 17 მილიონი ადამიანით გაიზრდება“, – განაცხადა ტორერომ.
მაისის ბოლოს, FAO-ს ვიცე-დირექტორმა მაურიციო მარტინამ თქვა, რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების გამო მშიერი ადამიანების რიცხვი 18 მილიონით, 218 მილიონამდე გაიზრდება.
El Pais-მა 22 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა მოამზადა ანგარიში უკრაინაში რუსეთის საომარი ოპერაციის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებზე მესამე ქვეყნებისთვის. ევროპის ქვეყნებმა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები „კატასტროფული შიმშილის“ მზარდ რისკებზე გააფრთხილეს.
დოკუმენტის მიხედვით, ეს ქვეყნები განიცდიან მარცვლეულის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დეფიციტს, სურსათზე ფასების ზრდას და სუბსიდიების შემცირებას. ევროკავშირმა 225 მილიონ ევროზე მეტი გამოუყო ეგვიპტეს, ლიბანს, ლიბიას, სირიას, ტუნისს, მაროკოსა და პალესტინას.
დასავლეთის ქვეყნები რუსეთს სასურსათო დეფიციტის შექმნაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ რუსეთმა დაბლოკა პორტები, სადაც მარცვლეული გროვდება და ხელს უშლის მის ექსპორტს. თავად მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.