2022 წლის მეოთხე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 540.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2022 წლის მეოთხე კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 540.0 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მეოთხე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 8.9 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -10.9 პროცენტიდან -7.2 პროცენტამდე შემცირდა. მთლიანად 2022 წლისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობამ 4.1 პროცენტი შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, მეოთხე კარტალში, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 65.4 პროცენტით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარი (5.0 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 23.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 40.1 პროცენტით გაიზარდა.

მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი, რომლის აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო, 2022 წლის მეოთხე კვარტალში 999.5 მლნ აშშ დოლარს (2.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 45.7 პროცენტით აღემატება.

2022 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -356.5 მლნ აშშ დოლარი (-974.5 მლნ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 85.3 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 25.4 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 33.3 პროცენტით გაიზარდა და 2022 წლის მეოთხე კვარტალში 948.2 მლნ აშშ დოლარს (2.6 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 41.6 პროცენტით გაიზარდა 873.2 მლნ აშშ დოლარამდე (2.4 მლრდ ლარი). ამავდროულად, სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები 66.4 პროცენტით შემცირდა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეოთხე კვარტალში 218.6 მლნ აშშ დოლარი (597.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 2.9 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

 

შემთხვევითი სიახლე

მზარდია საბანკო სექტორის მიერ ენერგეტიკის სექტორით დაინტერესება – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული სექტორის …