2022 წლის ბოლომდე, წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორია გაიხსნება

2022 წლის ბოლომდე, წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორია გაიხსნება. დაწესებულებაში, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, წამლებისა და ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ლაბორატორიის შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება.
სარემონტო სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კახა შალიკაძემ დაათვალიერეს და ლაბორატორიის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შემთხვევითი სიახლე

24-26 მარტს Expo Batumi–oს ორგანიზებით, ბათუმში BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON 2023 გაიმართება

24-26 მარტს ბათუმის სპორტის სასახლეში, კომპანია Expo Batumi–oს  ორგანიზებით, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი …