2022 წელს გაზიფიცირების შედეგად სექტორს 40 ათასზე მეტი მომხმარებელი დაემატა

სემეკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გასულ წელს გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში საცალო მომხმარებელთა რაოდენობამ (საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო) საანგარიშო წლის ბოლოს 1 488 014 შეადგინა. რაც შეეხება უშუალოდ გასულ წელს, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2022 წლის განმავლობაში სექტორს ჯამში 43 398 ახალი მომხმარებელი დაემატა.

სემეკი ასევე განმარტავს, რომ მომხმარებლების ყველაზე დიდი წილი „თბილისი ენერჯიზე“ მოდის, კერძოდ, 536 000 მომხმარებელი, შემდეგ მოდის „სოკარ ჯორჯია გაზი“ 521 000 მომხმარებლით, „საქორგგაზი“ 299 000 მომხარებლით, ხოლო დანარჩენი  კომპანიებით  ჯამში 132 000 მომხმარებელი სარგებლობს.

2022 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, მთლიანი მომხმარებლების მესამედზე მეტი შპს „თბილისი ენერჯის“ მომხმარებელია. ამავდროულად, მთლიანი ქსელის სიგრძის მხოლოდ 16% წარმოადგენს შპს „თბილისი ენერჯის“ ქსელს. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ შპს „თბილისი ენერჯი“ ქალაქ თბილისში ოპერირებს მაშინ, როცა შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ და სს „საქორგგაზი“, რომლებიც მთლიანი გამანაწილებელი ქსელის 77%-ს ფლობენ, რეგიონებში საქმიანობენ“.აღნიშნულია სემეკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …