2021 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის მაჩვენებელი 1%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 935.2 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1.0 პროცენტით მეტია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 434.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.6 პროცენტით ჩამორჩება. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა 20.8 პროცენტით შემცირდა და 750.0 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 161.0 ათასი სული იყო, რაც 2.8 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 9.0 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 10.9 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 99.1 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.0 პროცენტით ნაკლებია. 2021 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 577.5 მლნ. ლიტრით განისაზღვრა, რაც 1.5 პროცენტით აღემატება 2020 წლის შედეგს. 2021 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 23.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.3 პროცენტით ნაკლებია. 2021 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 72.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3.9 პროცენტით აღემატება. 2021 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 157.9 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.7 პროცენტით ნაკლებია. 2021 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 637.7 მილიონი ცალი და 2020 წელთან შედარებით 5.5 პროცენტით ნაკლები შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …