2021 წელს საწარმოთა 6.4%-მა ბაზარზე ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი შემოიტანა

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში, საწარმოთა 6.4 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, განისაზღვრა 5.4 პროცენტით. საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 68.7 პროცენტი და 73.5 პროცენტი). სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან. განხორციელებული ინოვაციების 60.6 პროცენტი ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 39.4 პროცენტი – სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.

საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების 79.7 პროცენტი შემუშვებული იქნა უშუალოდ საწარმოს მიერ, 20.6 პროცენტი – სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად, 18.9 პროცენტი მოდის სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებული საქონლის/მომსახურების ადაპტირება – მოდიფიცირების განახორციელებაზე, ხოლო 17.6 პროცენტი შემუშავებული იქნა სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ. ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას ფოკუსირებას მაღალ ხარისხზე საწარმოთა 43.1 პროცენტმა მიანიჭა მაღალი მნიშვნელობა, ხოლო საწარმოთა 32.3 პროცენტი მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე. ბიზნეს გარემოს შეფასებისას, ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საწარმოთა 0.9 პროცენტმა იყიდა ან მიიღო ლიცენზია პატენტზე ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე (IPR), რომლის 50.8 პროცენტი შეძენილ ან მიღებულ იქნა მხოლოდ კერძო ბიზნეს საწარმოებისგან ან ფიზიკური პირებისგან, კლიმატის ცვლილების შედეგების გავლენის შეფასებისას საწარმოთა 41.5 პროცენტმა მაღალი მნიშვნელოვნება მიანიჭა იმ გარემოებას, რომ კლიმატის ცვლილება იწვევს ხარჯების ან ფასების ზრდას ნედლეულზე.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …