2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 20.6%-ი შეადგინა

2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 20.6 პროცენტი შეადგინა.

2021 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 50.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 40.4 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 0.9 და 0.4 პროცენტული პუნქტით.
2021 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.2 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით.
2021 წელს უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წელთან შედარებით გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 2.4 პროცენტული პუნქტით.
წინა წელთან შედარებით 2021 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია თბილისის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად 3.7, 3.5 და 3.4 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.5 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.5 პროცენტს, ხოლო კაცებში 62.9 პროცენტს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.9 პროცენტული პუნქტით.
2021 წელს დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია, შესაბამისად 0.5 და 0.9 პროცენტული პუნქტით.
2021 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (52.2 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (6.0 პროცენტი), რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …