2021 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა

2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 319.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.6 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 4 242.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (26.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 10 077.0 მლნ. აშშ დოლარი (25.1 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წელს 5 834.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 იანვარს.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …