Monthly Archives: მაისი 2019

თიბისი დაზღვევამ ფერმერებს ზარალი ოპერატიულად აუნაზღაურა

თბილისი (BPI) -ბოლო 1 კვირაში  თიბისი დაზღვევაში 500-მდე აგრო სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა. სეტყვამ ფერმერების მოსავალი განსაკუთრებით მძიმედ შიდა ქართლის რეგიონში დააზიანა. გორის 20-ზე მეტ სოფელში მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია.  თიბისი დაზღვევამ მყისიერად დაიწყო ზარალების შეფასება და ამ დრომდე 200-მდე სადაზღვევო შემთხვევაა შესწავლილი და შეფასებული. აქტიურად მიმდინარეობს დარჩენილ სადაზღვევო შემთხვევებზე რეაგირებასაც. შედეგად მაქსიმუმ 1 კვირის ვადაში ყველა შემოსული ზარალის განაცხადის შესწავლა დასრულდება და ფერმერები ზარალის ოდენობისა და ანაზღაურების პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. ამასთან, იმ სოფლებში, სადაც სტიქიამ გაანადგურა მოსავლის უდიდესი ნაწილი, მათ შორის, შინდისში, რუისში, მეჯვრისხევში, ტყვიავში, ბებნისსა და მიმდებარე სოფლებში, თიბისი დაზღვევამ დროებით შეზღუდა ახალი სადაზღვევო პოლისების გაცემა დღემდე დაუზღვეველ ნაკვეთებზე. ეხლა მიმდინარეობს შიდა ქართლის რეგიონის შესწავლა, რის შემდეგაც დადგინდება, თუ სად და რა ოდენობით არის შენარჩუნებული მოსავალი. ამის შემდეგ, თიბისი დაზღვევა შეძლებს სრულყოფილად განაახლოს ახალი სადაზღვევო პოლისების გაცემა იმ სოფლებში, სადაც მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაურჩა სტიქიას. აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სხვა რეგიონებში, მათ შორის კახეთში, აგროდაზღვევის პოლისების გაცემა აქტიურად მიმდინარეობს დღესაც.  თიბისი დაზღვევა აგროდაზღვევის პროგრამას საქართველოს გარემოს დაცვისდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს და ამ დრომდე თიბისი დაზღვევაში 1500-ზე მეტი ფერმერია დაზღვეული.

სრულად წაკითხვა »

ირაკლი კოვზანაძე: დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საფინანსო სექტორის მდგრადობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია

თბილისი (BPI) – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე დეპოზიტების დაზღვევის …

სრულად წაკითხვა »

შვეიცარიის პოლიცია ერთ კვირაში საქართველოში დამზადებულ უნიფორმებს ჩაიცვამს

თბილისი (BPI) – საქართველოში შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმები შეიკერა. შეკვეთას სააგენტოს …

სრულად წაკითხვა »