2019 წლის დასაწყისიდან-დღემდე HUAWEI-მ  200 მილიონი სმარტფონი  გაყიდა

თბილისი (BPI) – HUAWEI-მ 2019 წლის დასაწყისიდან-დღემდე 200 მილიონი სმარტფონი  რეკორდულ დროში გაყიდა. აღნიშნულ შედეგს კომპანიამ წინა წელთან შედარებით 64 დღით ადრე მიაღწია. ამის შესახებ საზოგადოებას HUAWEI-ს  მომხმარებელთა ბიზნეს გუნდმა ოფიციალურად ამცნო.

„2019 წლის მოცემულ მომენტამდე HUAWEI-მ  უკვე 200 მილიონი სმარტფონის  რეალიზება შეძლო, ამით კომპანიამ შარშანდელი მაჩვენებელი გააუმჯობესა და აღნიშნულ შედეგს 2018 წელთან შედარებით 64 დღით ადრე მიაღწია.  პროდუქტების ინოვაციურმა დიზაინმა და კომპანიის მუდმივმა სწრაფვამ ტექნოლოგიური განვითარებისკენ, განაპირობა მომხმარებლების ნდობა და ერთგულება HUAWEI-ს მიმართ. მომხმარებლებისადმი მასშტაბური ყურადღება  – ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა შედეგის მისაღწევად.  წელს  კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი განაგრძობს Huawei-ს მხარდაჭერას,“ – ნათქვამია HUAWEI-ს  მომხმარებელთა ბიზნეს გუნდის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ბევრი გამორჩეული მოწყობილობა გამოვიდა, მათ შორის, მრავალი ჯილდოს მფლობელი HUAWEI P30 სერია, რომელიც მიჩნეულია საუკეთესო კამერის მქონე სმარტფონად. გარდა ამისა, ევროპის ფოტოსა და ხმის ასოციაციამ  HUAWEI P30 Pro „EISA-ს 2019-2020 წლის საუკეთესო სმარტფონად“ დაასახელა.  აღნიშნულ კატეგორიაში HUAWEI  ზედიზედ მეორე წელია იმარჯვებს.

გარდა ამისა, წელს HUAWEI-მ  Mate 30 სერიაც წარადგინა, რომელიც ფლაგმანურ Kirin 990-ზე ფუნქციონირებს.  აქვს 5G SoC მხარდაჭერა და აღჭურვილია, DxOMark-ს უმაღლესი ქულით შეფასებული,  ოთხმაგი კამერათა სისტემით. გლობალური ტექნოლოგიური მედია საშუალებები, ასევე საუკეთესოდ  და ნამდვილად  გამორჩეულ სმარტფონად ახასიათებენ Mate 30 Pro-ს  – „მას აქვს საუკეთესო კამერები, რაც კი აქამდე სმარტფონებს ჯერ არ ჰქონიათ“- ნათქვამია GSM Arena-ს შეფასებაში.

მოცემული სიახლის აღსანიშნავად, კომპანიამ HUAWEI Mate 30 Pro 5G-ის სამახსოვრო გამოცემა წარადგინა. ლიმიტირებულ ვერსიას ექნება 8GB შიდა მეხსიერება (RAM) + 512GB მეხსიერება და ხელმისაწვდომი იქნება მწვანესა  და ნარინჯისფერში. მისი შეკვეთა ჩინეთის ბაზარზე  2019 წლის, 1 ნოემბრიდან ჩინეთის დროით,  10:08 საათიდან იქნება შესაძლებელი.

HUAWEI -ის მობილური სერვისების ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა და პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. კომპანიამ უკვე  მოიზიდა 1.07 მილიონზე მეტი რეგისტრირებული დეველოპერი მთელი მსოფლიოდან. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

 

შემთხვევითი სიახლე

Turkish Airlines-ის მემილიარდე მგზავრი

Turkish Airlines-ის მემილიარდე მგზავრი. Turkish Airlines-ის მემილიარდე მგზავრი ორშაბათს სტამბოლი-ადიამანის რეისით იმგზავრა. სტამბოლში მემილიარდე მგზავრს პირადად ახლდა ეროვნული …