2019 წლის ბათუმური სეზონის სიახლე

თბილისი (BPI) -წელს პირველად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ზღვაში დამოუკიდებლად შეძლებენ შესვლას და ბანაობას. ბათუმის ბულვარმა ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ხუთი საცურაო ტივტივა ეტლი შეიძინა. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლისთვის უფასო იქნება. ადაპტირებული პლაჟი დღეს გაიხსნა.

პირველი, ვინც დამოუკიდებლად შესძლო ზღვაში შესვლა და ბანაობა თეა კაკაბაძე იყო.

ადგილი, სადაც შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა, ბათუმის ბულვარის სანაპიროზე, რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, საპლაჟო ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს სრულად არის მორგებული.

ეტლით მოსარგებლეები ადაპტირებულ პლაჟზე ჩასასვლელეად ემზადებიან

ეტლით მოსარგებლეები ადაპტირებულ პლაჟზე ჩასასვლელეად ემზადებიან

ეტლით მოსარგებლეები ადაპტირებულ პლაჟზე ჩასასვლელეად ემზადებიან

ამ პროექტის მთავარი გზავნილია – #ზღვაყველასია!

პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება, რომელიც ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ემსახურება. ადაპტირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს “ბათუმის ბულვარი“ ახორციელებს. უწყებაში გვითხრეს, რომ პროექტის საერთო ღირებულება 69 ათასი ლარია.

რუსუდან მჭედლიშვილი 12 წელია ეტლით მოსარგებლეა. ამ ხნის განმავლობაში პირველად შევა დღეს ზღვაში ტივტივა ეტლის დახმარებით

წლევანდელი საზღვაო სეზონის დაწყებამდე, ბათუმის ბულვარში სხვაგანაც მოეწყო ადაპტირებული ინფრასტრუქტურა – სანაპირო ზოლზე გაჩნდა ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე-გამოსაცვლელი და საზოგადოებრივი საპირფარეშო. თანამედროვე მულტიფუნქციური ადაპტირებული საპირფარეშო აღჭურვილია თანამედროვე თვითმწმენდი ტექნოლოგიებით, სადაც განთავსებულია ბავშვთა გამოსაცვლელი ანტიბაქტერიული კუთხე და ანტივანდალური ინვენტარი.

ბათუმელები

შემთხვევითი სიახლე

ლარის კურსზე სებ-ი განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკი ლარის გაცვლით კურსზე განცხადებას ავრცელებს. ” ეროვნული ბანკი თავისი ფუნქციების …