2018 წელს Turkish Airlines-ი 10%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა

თბილისი (BPI) – 2018 წელს Turkish Airlines-ი 10%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ვიდრე 2017 წელს. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, Turkish Airlines-მა გასულ წელს სულ 75.2 მლნ მგზავრი გადაიყვანა.

ავიაკომპანიის დატვირთულობის მაჩვენებელი კი 2018 წლის იანვრიდან დეკემბრამდე 3 პუნქტით გაიზარდა და წლის ბოლოს 82%-ი შეადგინა.

საერთაშორისო რეისებზე, ტრანზიტული რეისების გარეშე, ზრდა 12%-ის დონეზე დაფიქსირდა. 2018 წელს დაფიქსირდა ასევე ტვირთბრუნვის ზრდაც და 2018 წლის მაჩვენებლებით ის 25%-ითაა გაზრდილი და 1.4 მლნ ტონას შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …