2018 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

თბილისი (BPI) – 2018 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 101.8 ათასი ტონა, რაც 5.8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (96.0 ათასი ტონა).

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ქვეყნების მიხედვით, 2018 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან – 57.2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 56,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: საბერძნეთი – 32.4 ათასი ტონა (31,8%), ეგვიპტე – 5.0 ათასი ტონა (4,9%), აზერბაიჯანი – 4.7 ათასი ტონა (4,6%), რუმინეთი – 2,5 ათასი ტონა (2,5%).

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …