200 კგ-მდე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდა

თბილისი (BPI) – 200 კგ-მდე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე შეზღუდვები დაწესდა.

მიზანი მესაქონლეობის განვითარების და სანაშენე ჯიშების სულადობის გაზრდაა. მთავრობამ „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილება უკვე შეიტანა. ცვლილებამდე კი იზღუდებოდა 140 კგ-მდე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტზე გატანა.

შეზღუდვა არ ვრცელდება მამრი მსხვილფეხა პირუტყვის გაყვანაზე, თუმცა ამ შემთხვევაში, ექსპორტიორი ვალდებულია წარადგინოს საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გასცემს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს დამატებითი ღირებულების ადგილზე შექმნას და მეცხოველეობისა და გადამამუშავებელ სექტორში სამუშაო ადგილების შექმნას.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესრულებაზე დადებითი შეფასება მიიღო

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2015 …