20/20-ში პირველი გემის მიღების გეგმა არ შეცვლილა

თბილისი (BPI) – “არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს”, – მამუკა ხაზარაძე ბანკის დამფუძნებლებთან არარსებულ საქმის დროულად მოგვარებას ითხოვს სებ-თან დიალოგის რეჟიმში, რომ ანაკლიის პროექტისთვის მნიშვნელოვან ეტაპს ხელი არ შეეშალოს. I ფაზისთვის $600 მლნ-ის მიღებას უმსხვილეს 6 საფინანსო ინსტიტუტიდან.

ასეთ ვითარებაში “რომელი ინსტიტუტი მოაწერს ხელს მთავარ ინვესტორთან, რომელთანაც იხსნება ე.წ არარსებული საქმე”-, მამუკა ხაზარაძე მთავარ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას – “საქმე უკვე თიბისის აღარ, ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება”, – ბანკის დამფუძნებლები საქმეში საზოგადოებისგან არჩეულ ნებისმიერი იურიდიულ კომპანიის ჩართვისთვის მზად არიან, რათა პროცესები არ გართულდეს და გაზაფხულისთვის დაგეგმილ პროცედურებს ხელი არ შეეშალოს. 20/20 -ში პირველი გემი მიღების გეგმა კვლავ ძალაშია.

მამუკა ხაზარაძეს სახელმწიფოს ორმაგი სტანდარტი აფიქრებს: “სახელმწიფო მხარში გვიდგას. ეს მაშფოთებს რომ ერთი მხრივ მხარდაჭერააა და მეორეს მხრივ სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს განცხადებას, როცა გამოძიება არ დასრულებულა და სამარათლოც არ არის დანიშნული”.

პროკურატურის სახელით გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციის კომენტირებისგან ბიზნესმენმა თავი შეიკავა, მათ შორის პროკურატურაში მისი გამოკითხვის ფრაგმენტებზე, სადაც თითქოს ხაზარაძე ამბობს, რომ ფულის მიმღების შესახებ გვიან გაიგო.

ამასთან აღნიშნა, რომ მსგავსი კამპანიების პრევენციისთვის ოპერატიულობაა საჭირო, რომ ყველა თავის საქმეს დაუბრუნდეს, მათ შორის ხაზარაძე და ჯაფარიძე, ბიზნესს.

17 მლნ-ის საქმეზე კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ფული ბანკის კაპიტალში შევიდა რაც არცერთი დეფინიციით არ შეიძლება უკავშირდებოდეს ფულის გათეთრებას.

ლონდონის ბირჟის პრემიუმ ლისტინგში არსებობის მთავარ პირობაზეც გამახვილდა ყურადღება, რაც პირველ რიგში ტრანფარეტულობას გულისხმობს, რაც არათუ ფულის გათეთრებას, რეგულაციებიდან მცირე გადაცდომასაც კი გამორიცხავს.

პრესკონფერენცია ლონდონში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე შედგა, სადაც ჯაფარიძე და ხაზარაძე დირექტორატის სხდომაში მონაწილეობენ.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …