20 ადგილი, რომელთა მონახულება ღირს კოპენჰაგენში

თბილისი (BPI) – დანიის დედაქალაქი, როგორი ცივი არ უნდა მოგეჩვენოთ, მაინც გაგაკვირვებთ: ტრადიციებისა და ინოვაციების, პრაქტიკულობისა და გამომგონებლობის შერწყმა მთლი მსოფლიოს ტურისტებს ტყუილად როდი იზიდავს. დღეს ჩვენ გიამბობთ თუ რა უნდა მოინახულოთ კოპენჰაგენში ისე, რომ ეს ქალაქი სამუდამოდ შეგიყვარდეთ.

1. ამალიენბორგი

უდავოდ, ამალიენბორგი დანიის ერთ-ერთი ულამაზესი და ამასთან მოქმედი სასახლეა, რომელიც დღესაც სამეფო ოჯახის რეზიდენციას წარმოადგენს. სასახლე ოთხი შენობისგან შედგება, რომლებიც იმავე სახელწოდების მოედანზეა თავმოყრილი. ორი მათგანი – ქრისტიან VII და ქრისტიან VIII – ტურისტებისთვის ღიაა. აქ შეგიძლიათ იხილოთ თუ როგორ გამოიყურებოდა სამეფო ოთახები 1863-1947 წლებში, მით უმეტეს, რომ ავეჯი, მორთულობა და საყოფაცხოვრებო ნივთები იმ დროიდანაა შემონახული. ასევე საინტერესოა ყარაულის შეცვლის ცერემონია, რომელიც სასახლის წინ მდებარე მოედანზე იმართება.

აპარტამენტები ვიზიტისთვის ღიაა სამშაბათიდან კვირის ჩათვლით.

დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით სასახლე მუშაობს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, სხვა თვეებში – 10:00 საათიდან.

მოზრდილთათვის შესვლის საფასური 60 დანიური კრონია (10 ევრო), პენსიონერებისთვის – 40 კრონი, ბავშვებისათვის – უფასო.

სასახლემდე მგზავრობას  # 1A, 15, 26, 83N, 85N ავტობუსებით შეძლებთ.

2. რატუშა

თუ კოპენჰაგენის საუკეთესო ხედების ხილვა გსურთ, ამისათვის რატუშა იდეალური ადგილია. მისი 105 მეტრიანი კოშკის წვეროზე სათვალთვალო მოედანია მოწყობილი, საიდანაც ქალაქის წარმოუდგენელი სილამაზის ხედი იშლება, თუმცა აქ მოსახვედრად 300 საფეხურის გადალახვა მოგიწევთ – რადგან კოშკში ლიფტი არ არის.

რატუშაში ასევე მდებარეობს იენს ოლსენის განთქმული ასტრონომიული საათი, რომელიც 1955 წლიდან შეუფერხებლად მუშაობს და ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი საათია მსოფლიოში.

რატუშას მისამართი: Radhuspladsen 1

3. ქრისტიანია

თავისუფალი ქალაქი ქრისტიანია – ეს არის ნამდილი სახელმწიფო სახელმწიფოში, რომელიც კოპენჰაგენის ქრისტიანშავნის (Christianshavn) უბანში მდებარეობს. ტურისტებს აქ განსაკუთრებული თავისუფალი ატმოსფერო და განუმეორებელი კოლორიტი, უნიკალური ხელნაკეთი სუვენირები და ასევე ჰიპების კულტურის სამყაროსთან გაცნობის შესაძლებლობა იზიდავს, რომელიც კოხტა და „წესიერი“ კოპენჰაგენის სრულიად საწინააღმდეგოა.

ქრისტიანიაში მოხვედრას არხით ან ფეხით შეძლებთ (ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო ადგილების დეტალურად დათვალიერებას შეძლებთ).

ზუსტი მისამართი: Prinsesseg. and Badsmandsstr.

შენიშვნა: ქრისტიანიაში ფოტოგადაღება ნებადართულია, მაგრამ თუ კერძო სახლის სურათის გადაღება გსურთ, უმჯობესია მფლობელების ნებართვა მიიღოთ.

4. ანდერსენის მუზეუმი

ეს ცნობილი მეზღაპრის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მუზეუმი ნებისმიერი ტურისტის მარშრუტის აუცილებელ პუნქტს წარმოადგენს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ.

აქ თქვენ ვერ იპოვით მოსაწყენ ექსპონატებსა და შაბლონურ ექსკურსიებს, პირიქით – აქ ყველაფერი ჯადოსნობით სუნთქავს.  ჩაერთეთ თქვენი საყვარელი პერსონაჟების სამყაროში თავად ჰანს ქრისტიანთან ერთად 3D- ანიმაციის გალერეაში, ეწვიეთ ვიდეო ინსტალაციას მწერლის საყვარელი ზღაპრების სიუჟეტების მიხედვით და ისინი, პირდაპირი მნიშვნელობით, თავით ფეხებამდე შეიგრძენით. გნებავთ –  მხიარული კარიკატურების, გრეხია ქანდაკებებისა და უცნაური სურათების დათვალიერებით გაერთეთ, რომლებიც თითქოს დიდი მეზღაპრის წიგნების ფურცლებიდან გაცოცხლდნენ.

მისამართი: Radhuspladsen, 57

როგორ მივიდეთ: ქალაქის ცენტრიდან ფეხით ან 95N და ნომერი 96N ავტობუსებით Rådhuspladsen / Lurblæserne გაჩერებამდე.

სამუშაო საათებია: ივნისი-აგვისტო – ყოველდღე 10:00-დან 22:00 საათამდე; სექტემბერი-მაისი  –  სამშაბათი-კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე, ორშაბათი – დასვენების დღე.

შესვლის საფასურია: 85 კრონი (12 ევრო); 11-14 წლის ასაკის ბავშვებისთვის – 68 კრონი, 4-10 წლის – 43 კრონი; 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.

5. დანიის ეროვნული მუზეუმი

სად შეიძლება დანიის სამეფოს ისტორიის შესწავლა თუ არა აქ? მუზეუმის მდიდარი და მრავალფეროვანი ექსპოზიცია გიამბობთ ქვის ხანის დანიის, ვიკინგის დროის დანიის, ისევე როგორც სხვა მრავალი ეპოქის შესახებ. ფერწერა, სკულპტურა, კერამიკა, ეთნოგრაფიული კოლექცია – აქ უამრავი რამაა სანახავი!

მისამართიNy Vestergade 10

შეგიძლიათ ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან 15 წუთში ფეხით  მოხვიდეთ. უახლოესი ავტობუსის გაჩერებაა Stormbroen (# 1A, 2A და 11A ავტობუსი).

სამუშაო საათებია: სამშაბათი – კვირა 10:00-დან 17:00 საათამდე; ორშაბათი დასვენების დღეა.

შესვლა უფასოა.

6. კარლსბერგის გლიპთოთეკა

გლიპთოთეკა ხელოვნების ნიმუშების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრებულია, რომელიც დანიელ მეწარმე კარლ იაკობსენს ეკუთვნის, ცნობილი ბრენდის Carlsberg-ის  დამფუძნებელს. დღეს აქ  ფერწერის ნიმუშები და არტეფაქტები ინახება ანტიკური დროიდან თანამედროვე დრომდე: სურათები, ქანდაკებები (მხოლოდ როდენის ოცდაათამდე ნამუშევარია!), ეგვიპტური სარკოფაგები და უამრავი სხვა რამ არავის დატოვებს გულგრილს.

მისამართიDantes Plads 7

სამუშაო საათებია: სამშაბათი – კვირა 09:00 – 17:00 საათამდე, ორშაბათი დასვენების დღეა.

შესვლის საფასური 75 კრონია (11 ევრო).

7. პარკი ტივოლი

საქმიანი კოპენჰაგენის შუაგულში მდებარე ნამდვილი დღესასწაულის კუნძული,  პარკი ტივოლი – ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. აქ თითქოს ზღაპარში მოხვდით: მყუდრო ხეივნები, ძველი კარუსელები მოხატული ცხენებით, აუჩქარებელი ეშმაკის ბორბალი, საიდანაც  პარკის შესანიშნავი ხედი იშლება, მუსიკა და სიცილი – გვერწმუნეთ, აქედან წასვლა არ მოგინდებათ და ამის დასტური სტუმრების მუდამ დადებითი გამოხმაურებაა.

რჩევა: გირჩევთ ტივოლის საღამოს ეწვიოთ, როდესაც განათება ირთვება და გასართობი პარკი განსაკუთრებით ლამაზია.

მისამართი: Vesterbrogade 3

სამუშაო საათებია: ყოველდღე აპრილის შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე, ჰელოუინის დროს, საშობაო პერიოდში, ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის ბოლომდე – 11:00-22:00, პარასკევობით – 11:00-00:30, შაბათობით – 11:00-00:00.

შესასვლელი ბილეთის საფასურია – 99 კრონი (14 ევრო), 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – უფასოა.

ატრაქციონების ბილეთის საფასური 25 კრონიდან იწყება, ატრაქციონების მრავალჯერადი ბილეთის ღირებულება 199 კრონია. ტივოლის აკვარიუმში შესვლის საფასურია 25 კრონია, 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – უფასოა.

8. როზენბორგის სასახლე

როზენბორგის სასახლე თავისი სიდიდით თქვენს გაკვირვებას ვერ შეძლებს, თუმცა განუმეორებელი მშვიდობიანი ატმოსფეროთი და ქვეყნის უძველესი შესანიშნავი სამეფო ბაღით მოგხიბლავთ.

სასახლეში უძველესი ინტერიერები, რომლებიც ოდესღაც სამეფო ოთახებს წარმოადგენდა, და რა თქმა უნდა, სამეფო რეგალიების კოლექცია და გვირგვინის საგანძური შეგიძლიათ იხილოთ. შემდეგ კი ბაღს ეწვიეთ, სადაც ხეივნებში გაისეირნებთ და აუზში იხვებს გამოკვებავთ.

მისამართი: Oster Voldgade 4A

სამუშაო საათებია: ნოემბერი – აპრილი 10:00-დან 14:00 საათამდე; ორშაბათი – დასვენების დღე; მაისი, სექტემბერი, ოქტომბერი – 10:00-დან 16:00 საათამდე; ივნისი-აგვისტო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. დასვენების დღეებია: 1 იანვარი, 22-26 დეკემბერი, 31 დეკემბერი.

შესასვლელი ბილეთის საფასურია 90 (13 ევრო) კრონი, 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – უფასოა.

9. ქალთევზას ქანდაკება

კოპენჰაგენი წარმოუდგენელია ანდერსენის ცნობილი ქალთევზის გარეშე. აქ ათასობით ტურისტი ჩამოდის მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, რათა ლანგელინიეს სანაპიროზე ქალთევზას დახვეწილ ქანდაკებას ეწვიოს. ამიტომ აუცილებლად გამონახეთ დრო, საკუთარი თვალით იხილეთ და სამახსოვროდ ამ ყველასთვის საყვარელი ზღაპრის პოპულარული გმირისა და დანიის დედაქალაქის არაოფიციალური სიმბოლოს ფოტო გადაიღეთ.

ქანდაკებასთან მოსვლას S-tog ქალაქის მატარებლით შეძლებთ. მგზავრობა Nørreport მეტროს სადგურიდან დაიწყეთ და Østerport სადგურში ჩამოდით, შემდეგ Langelinie სანაპიროსკენ გაემართეთ და Lille Havfrue (პატარა ქალთევზა) წარწერებს მიჰყევით.

10. ციხე კასტელეტი

რამდენიმე ადამიანმა თუ იცის დანიის დედაქალაქის ამ ღირსშესანიშნაობის შესახებ და ამაოდ. ციხე კასტელეტი აღსანიშნავია იმით, რომ იგი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ვარსკვლავისებრი ფორმის ციხეა, რომელიც პენტაგრამის ფორმის მიხედვითაა აგებული. მაგრამ სხვა მსგავსი სიმაგრეებისგან განსხვავებით, კასტელეტი დღემდე მოქმედებს: ციხეს თავისი კომენდანტი ჰყავს და აქ ჯარისკაცების გარნიზონია დაბინავებული.

აქ შეგიძლიათ ჩრდილიან ბილიკებზე ფეხით ისეირნოთ, აუზში იხვები გამოკვებოთ, სამეფო გვარდიის საცხენოსნო გამოსვლას დაესწროთ და ძველი წისქვილი იხილოთ. სიმაგრის ტერიტორიაზე სპეციალური სამწვადე ადგილებიც კია მოწყობილი.

ციხე პატარა ქალთევზას ქანდაკების მახლობლად მდებარეობს შემდეგ მისამართზე: Gl. Hovedvagt, Kastellet 1 და ღიაა 06:00 საათიდან 22:00 საათამდე.

11. რიპლის მუზეუმი „გინდ დაიჯერეთგინდა არა

ეს მუზეუმი თავის  ყველაზე ცნობილ ძმებსაც კი მისცემს ფორას, რადგან მხოლოდ სწორედ აქ შეგიძლიათ გაიგოთ თითქმის ყველაფერი ყველანაირი უცნაურობის, საკვირვებლობის, აბსურდისა და უჩვეულობის შესახებ. მუზეუმის კოლექციაში, რომელიც მისი დამფუძნებლის, ინგლისელი კოლექციონერის რობერტ რიპლის მიერაა შეგროვილი, წარმოდგენილია მრავალი გამოცანა, რებუსი და საინტერესო მოვლენა, რომლებიც აბსოლუტურად უსარგებლო, მაგრამ ამით არანაკლებ საინტერესოა.

მუზეუმის მისამართია: Radhuspladsen, 57

სამუშაო საათებია: სამშაბათი – შაბათი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

შესვლის საფასურია 85 კრონი (12 ევრო), 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 68 კრონი.

12. ტორვალდსენის მუზეუმი

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქანდაკებები დიდად არ გიზიდავთ, ტორვალდესნის მუზეუმი თქვენს ყურადღებას იმსახურებს, ვინაიდან სწორედ აქ არის შეკრებილი დანიის გამოჩენილი მოქანდაკის ნამუშევრების უმსხვილესი კოლექცია. კლასიციზმის  სტილში შექმნილი ნამუშევრები თავისი გრაციითა და დახვეწილობით გაგაოცებთ, მუზეუმში ასევე სხვა მრავალი ქვაზე მომუშავე ოსტატის გამოფენა ეწყობა.

მისამართი: Bertel Thorvaldsens Plads 2

სამუშაო საათებია: სამშაბათი-კვირა 10:00-დან 17:00 საათამდე.

შესასვლელი ბილეთის საფასურია 50 კრონი (7 ევრო).

13. ეროვნული გალერეა

თუ კოპენჰაგენში იმყოფებით, აუცილებლად გამონახეთ რამდენიმე საათი და ეროვნულ გალერეას ეწვიეთ. აქ ხელოვნების ნიმუშების შთამბეჭდავი კოლექციაა თავმყორილი, კერძოდ, ისეთი ოსტატების, როგორიცაა რუბენსი, ჰოგარტი, რემბრანდტი და სხვ. კოლექციაზე რომ არ ვისაუბროთ, გალერეის თავად შენობაც კი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია: მაგალითად, გალერეის რესტორნის კედლები რექს ვაისტლერის მიერაა მოხატული, ხოლო ცენტრალური კიბეების ბრინჯაოს ფიგურები მოქანდაკე ჰენრი მურის მიერაა შექმნილი.

მისამართიSolvgade 48-50

სამუშაო საათებია: სამშაბათი-კვირა – 10:00-დან 17:00 საათამდე, ორშაბათი – დასვენების დღე.

შესვლა უფასოა.

14. ექსპერიმენტარიუმი

ყველა ასაკის მოუსვენარი ადამიანებისთვის ეს მუზეუმი ნამდვილი მონაპოვარია, რადგან სწორედ ექსპერიმენტარიუმში შეგიძლიათ ყველაფერი გაიგოთ თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ. სტუმრების განკარგულებაში 300-ზე მეტი ექსპონატია, რომლებსაც არა მხოლოდ შეგიძლიათ, არამედ უნდა შეეხოთ, ხელში აიღოთ და შეისწავლოთ.

მხოლოდ აქ შეძლებთ იგრძნოთ თავი დიდ მეცნიერად, ლაბორატორიაში ნამდვილი ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებით ან ფიზიკის საიდუმლოების შესასწავლით. შეგიძლიათ თავი ჯაშუშად ან მზვერავად წარმოიდგინოთ, მით უმეტეს, რომ აქ უამრავი სიცრუის დეტექტორი და მოსასმენი ხელსაწყოა. მოაწყვეთ ტორნადო, შექმენით ნამდვილი ღრუბელი ან ოპტიკური ილუზიის საიდუმლო ამოხსენით – ეს ყველაფერი ექსპერიმენტარიუმშია შესაძლებელი.

მისამართი: Tuborg Havnevej, 7, Hellerup

სამუშაო საათებია: ყოველდღე 9:30-დან 17:00 საათამდე; სამშაბათი 9:30 დან 21:00 საათამდე.

შესვლის საფასურია – 160 კრონი (23 ევრო).

15. პანორამული კოშკი

კოპენჰაგენში Kobmagergade 52A მისამართზე ტურისტებისთვის ნაკლებად ცნობილი მრგვალი კოშკი მდებარეობს, საიდანაც ქალაქის ლამაზი ხედი იშლება, განსაკუთრებით კი ნათელ მზიან ამინდში. ხოლო შემოგარენის დათვალიერების შემდეგ მეზობლად მდებარე ტაძარს ეწვიეთ და ორგანს მოუსმინეთ (ტაძარში შესვლა უფასოა).

კოშკზე ასვლის ღირებულება 25 კრონია (4 ევრო).

16. შადრევანი „გეფიონი

ეჭვგარეშეა, რომ კოპენჰაგენის ერთ-ერთი ულამაზესი ღირსშესანიშნაობა „გეფიონის“ შადრევანია, რომელიც კასტელეტის ციხის მახლობლად მდებარეობს ლანგელნიეს პარკში. მცირე ზომის მიუხედავად, შადრევანი კომპოზიციის დასრულებულობითა და შესრულების სილამაზით ახდენს შთაბეჭდილებას: ბუნებრივი ქვით მოპირკეთებულ საფეხურებზე წყალი ფართო რეზერვუარში კასკადურად ეშვება.

რჩევა: შადრევანს საღამოს ეწვიეთ, როდესაც განათებაა ჩართული – უბრალოდ ჯადოსნური სანახაობაა!

17. პარკი ფელედი

ცოცხალი ბუნების მყუდრო ნაწილი ქალაქის შუაგულში. პარკი ფელედი შესანიშნავია ბილიკებსა და ხეივნებში აუჩქარებელი სიარულისთვის, მდელოზე დასვებისა და გედებიან ტბასთან სეირნობისთვის. აქ ასევე იმართება ფესტივალები, რბოლები ისტორიულ ავტომობილებზე და კოპენჰაგენის კარნავალი.

18. სტროგეტის ქუჩა

გსურთ ევროპის ყველაზე გრძელ საფეხმავლო ქუჩაზე გაისეირნოთ? მაშინ კოპენჰაგენს უნდა ეწვიოთ, სწორე აქ მდებარეობს სტროგეტის ქუჩა – ევროპის ყველაზე გრძელი და ძველი საფეხმავლო ქუჩა.

მისი სიგრძე ერთ-ნახევარი კილომეტრია, სადაც მისი უნიკალური სამყაროა  თავმოყრილი: რესტორნები, კაფეები, მაღაზიები, ყველა სახის დუქნები, ძველი ეკლესიები, ვიწრო ქუჩები, მოედნები, ჯამბაზები და ქუჩის მუსიკოსები. აქ სიცოცხლე 24 საათის განმავლობაში ჩქეფს!

აქ # 95, 96 (გაჩერება Rådhuspladsen/Lurblæserne)  ავტობუსებით შეგიძლიათ იმგზავროთ.

19. სარკიანი სახლი

თუ ფიქრობთ, რომ კოპენჰაგენი მხოლოდ აკურატული სახლები და მკაცრი ფორმებია, მაშინ ცდებით. დანიის დედაქალაქში კრეატივსაც აქვს ადგილი, თანაც როგორს! ამის ნათელი მაგალითია სარკიანი სახლი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ პარკში აშენდა.

სახლის ფასადი სარკის პანელებითაა მოპირკეთებული, რის გამოც  სარკეებში არეკლილი გარშემო მდებარე ლანდშაფტი შენობას პარკის „სურათში“ ორგანულად რთავს.

მისამართი: Fælledparken, угол Blegdamsvej/Frederik V vej

20. საბანაო Copenhagen Harbour Baths

ეს საბანაო ქალაქის პლაჟების ერთ-ერთი ქსელია, რომელსაც Københavns Havnebade ეწოდება. იგი ერესუნის სრუტის სანაპიროზე მდებარეობს, „ისლანდ ბრიუგეს“ უბანში კუნძულ ამაგერზე.

საბანაო დაახლოებით 600 ადამიანზეა გათვლილი და რამდენიმე აუზს მოიცავს (მათ შორის, საბავშვოსაც). აქ ყვინთვა და ტრამპლინიდან ხტომაც შეგიძლიათ.  ზოგადად, ეს შესანიშნავი ადგილია იმისათვის, რომ  მთელი დღე სასიამოვნოდ გაატაროთ.

სასტუმროები Copenhagen-ში: 3 stars

სასტჯუმროვარსკვლავიფასდაკლებაფასი 1 ღამითაირჩიეთ თარიღები
Avenue Hotel Copenhagen★★★-48%520269სასტუმროს ნახვა
Hotel Ansgar★★★-25%420315სასტუმროს ნახვა
Grand Hotel★★★-20%407325სასტუმროს ნახვა
Hotel Nora Copenhagen★★★-11%375336სასტუმროს ნახვა
Ibsens Hotel★★★-21%476375სასტუმროს ნახვა
Hotel Astoria★★★-18%490400სასტუმროს ნახვა
Bertrams Guldsmeden★★★-10%534481სასტუმროს ნახვა
Andersen Boutique Hotel★★★-14%588508სასტუმროს ნახვა

წყარო: aviabiletebi.org

შემთხვევითი სიახლე

Turkish Airlines-ის მემილიარდე მგზავრი

Turkish Airlines-ის მემილიარდე მგზავრი. Turkish Airlines-ის მემილიარდე მგზავრი ორშაბათს სტამბოლი-ადიამანის რეისით იმგზავრა. სტამბოლში მემილიარდე მგზავრს პირადად ახლდა ეროვნული …