15-17 ოქტომბერს გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია 2 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ფიზიკურ გამოფენას გამართავს. გამოფენა, რომელსაც ექსპოჯორჯია უმასპინძლებს სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის 25-ე საერთაშორისო გამოფენა იქნება.
გამოფენის პარალელურად ექსპოჯორჯია პირველად უწევს ორგანიზებას უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმს, რაც გულისხმობს საერთაშორისო საბროკერო კომპანიების და ადგილობრივი დეველოპერების საქმიანი შეხვედრების ორგანიზებას როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში.
15 ოქტომბერს დეველოპერულ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ როგორც ფიზიკიურად, ისე ონლაინ, ერთ სივრცეში, 20-მდე საბროკერო კომპანიას, შემდეგი ქვეყნებიდან: ლატვია, უკრაინა, დუბაი, მოლდოვა, პოლონეთი, ბულგარეთი და რუსეთი.
“ჩვენი მიზანია, რომ ფორუმის ფარგლებში, ქართულ დეველოპერულ კომპანიებს, კარგი პარტნიორების შეძენაში დავეხმაროთ. სწორედ ამით გაიზომება ამ ღონისძიების წარმატება. Caucasus Build 25 წლის განმავლობაში სამშენებლო სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცა არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. წლიდან წლამდე, სამშენებლო სფეროს განვითარებასთან ერთად, იზრდება დამთვალიერებელთა პროფილი და მათი ხარისხი. წელს გამოფენა ყველა ვიზიტორისთვის იძლევა შესაძლებლობას უშუალოდ გამოფენის ფარგლებში, შეხვდნენ პერსპექტიულ კლიენტებს, სამომავლო პარტნიორებს და სამშენებლო ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს.
ამასთან, გაეცნონ ბაზრის სიახლეებს, დაესწრონ საინტერესო თემატურ ღონისძიებებსა მიიღონ მონაწილეობა B2B შეხვედრებში. წელს გამოფენაზე წარმოდეგნილი იქნება 50-ზე მეტი კომპანია 5-ზე მეტი ქვეყნიდან. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, წლევანდელი გამოფენა დაიგეგმა საერთაშორისო საგამოფენო ასოციაცია UFI-ს მიერ დადგენილი, საერთაშორისო საგამოფენო რეგულაციების სრულ შესაბამისობაში, რომლითაც ამჟამად ხელმძღვანელობს მსოფლიოს ყველა წამყვანი საგამოფენო ცენტრი”, აცხადებენ ექსპოჯორჯიაში.