რამდენი გადაწყვეტილება მიიღო სემეკმა 2022 წელს

სემეკის 2022 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს კომისიამ ჯამში 58 სხდომა გამართა. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული სხდომების ფარგლებში სემეკმა 880 გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება დადგენილებებს, კომისიის ინფორმაციით, 2022 წელს ჯამში 86 დადგენილება იქნა მიღებული. წელი დატვირთული იყოს ზეპირსიტყვიერი გადაწყვეტილებების მიღების მიმართულებითაც და მისმა რაოდენობამ 583 შეადგინა. შეგახსენებთ, რომ კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები და გადაწყვეტილებები ქვეყნდება ელექტრონულად კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.gnerc.org.

რაც შეეხება ინფორმაციის საჯაროობის ნაწილს. გასულ წელს სემეკს ჯამში 66 წერილობითი მოთხოვნა შევიდა. აქედან 50 სრულად დაკმაყოფილდა, 9 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო 7 არ დაკმაყოფილდა. როგორც კომისიაში აცხადებენ, ნაწილობრივ დაკმაყოფილება და უარის თქმა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გამოწვეული იყო მოთხოვნილი ინფორმაციის
კომისიაში არარსებობით, კონფიდენციალურობით ან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობით.

წელი ასევე დატვირთული იყო სემეკში არსებულ ქოლცენტრებში დაფიქსირებული ზარების კუთხითაც. უფრო კონკრეტულად, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების საკითხებზე კონსულტაციების მიზნით, 2022 წლის განმავლობაში სემეკის ქოლცენტრში დაფიქსირდა 17 179 ზარი.

 

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …