დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები 9 დეკემბერს აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

თბილისის მერის თქმით, მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელიც.

 

„საახალწლო ილუმინაციებისა და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება 9 დეკემბერს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ამინდი იქნება. ამასაც ვაკვირდებით. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ამის შესახებაც მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, თუმცა, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 9 დეკემბერს განათდეს დედაქალაქი საახალწლო ილუმინაციებით. მოგვიანებით გაიხსნება საახალწლო სოფელი, სადაც ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …