1 639 სასტუმრო და 72.6 ათასი საწოლი ადგილი – რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს სტუმრების მისაღებად

თბილისი (BPI) – 2018 წელს საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 2017 წელთან შედარებით 2,8%-ით გაიზარდა და 1 639 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა.

საქსტატის მონაცემებით, სასტუმროს მომსახურებით დაკავებული იყო 1 541 ეკონომიკური სუბიექტი, მათი უმრავლესობის (58,3%) ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმა შპს-ეა.

სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.1% კერძო საკუთრებაში
იყო, 0.9% – სახელმწიფო საკუთრებაში.

2018 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების
საერთო ფართობი 1 927.9 ათას კვ/მ-ია, 7.7%-ით მეტი ვიდრე 2017 წელს. იჯარით გაცემული იყო 70.5 ათასი კვადრატული მეტრი, ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 958.6 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, 8.7%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

2018 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების
საერთო რაოდენობამ 72.6 ათასი შეადგინა, მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 8.6%-ით არის გაზრდილი. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 8.2 პროცენტით და 33.2 ათასს
გაუტოლდა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში …