1 დოლარი 2.9171 ლარი გახდა

თბილისი (BPI) – ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 25 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9171 ლარი შეადგინა, რაც ლარის ანტირეკორდია. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში ერთ დღეში 1.61 თეთრი შეადგინა.                      

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2496 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2343 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.53 თეთრი შეადგინა.   

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5105 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.6452 ლარი ეღირება.             

შემთხვევითი სიახლე

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ

ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ. …