მთაწმინდის პანთეონთან მისასვლელ გზაზე რიყის ქვაფენილი ბაზალტით შეიცვლება

თბილისი(BPI) – მთაწმინდის გამგეობამ, პანთეონისა და მამა დავითის მონასტერთან მისასვლელი გზის ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტი ჭონქაძის ქუჩის კვეთიდან, მთაწმინდისა და ყიფიანის ქუჩებზე სავალი გზის რამდენიმე მონაკვეთს მოიცავს, სადაც არსებული დაზიანებული რიყის ქვის საფარი ბაზალტის ქვაფენილით ჩანაცვლდება.

საგზაო ინფარსტრუქტურა 1300 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. ტროტუარების გასწვრივ 400 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყობა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მიმდინარეობს 160 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა, რომლის არარსებობის გამო, უამინდობის დროს, ყიფიანისა და მთაწმინდის ქუჩებზე ნიაღვარი ღიად მოედინებოდა. უხვი ნალექი იწვევდა, როგორც ინფრასტრუქტურის დაზიანებას, ასევე, აფერხებდა საგზაო მოძრაობას და მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას.

საგზაო სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ლატი+“ ახორციელებს, ზაფხულში დასრულდება. პროექტის ღირებულება 240 000 ლარია.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის …