ჰაერის დაბინძურებაზე კონტროლი გამკაცრდება

თბილისი (BPI) – ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლი მკაცრდება.

შესაბამის კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე მთავრობა უკვე მუშაობს.

კანონმდებლობა ევროპულს უნდა მიუახლოვდეს.

“ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესების და ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევებს მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ამოქმედდება ახალი რეგულაციები და გამკაცრდება საჯარიმო სანქციები. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოები გადავიდნენ თანამედროვე სტანდარტზე და მათი ფუნქციონირება არ იყოს ზიანის მომტანი გარემოსა და მოსახლეობისთვის“, – ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

მთავრობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანად მიაჩნიათ საწარმოებში ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების თვითმონიტორინგის სისტემის, ასევე ფილტრების არსებობა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს, მის …