თბილისი (BPI) – მეღვინე და გასტრონომიის მკვლევარი ჯონ უერდემანი ქარტველებს ადგილობრივი კერძების პოპულარიზაციას ურჩევს. მკვლევარი მიიჩნევს, რომ გასტრონომიული ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ცალკეული რეგიონების გააქტიურება და მომხმარებლისთვის ადგილობრივი კერძების შეთავაზება. ჯონ უერდემანის აზრით, საქართველოში ნაკლებად ზრუნავენ ადგილობრივი კერძების წამოწევაზე.
მეღვინე და გასტრონომიის მკვლევარი მიიჩნევს, რომ ტურისტებში უნიკალური კერძებზე მოთხოვნა დიდია და მას უფრო მეტი შემოსავლის მოტანა შეუძლია ვიდრე სხვა ჩვეულებრივ კერძებს და სასმელს.
„მე ვიმუშავე ცნობილ მწერალთან ერთად კულინარიულ წიგნზე „დააგემოვნე საქართველო“, რომელშიც ყველა რეგიონია თავმოყრილი. სსრკ-ს პერიოდში ჩამოყალიბდა ე.წ. სარესტორნო კერძები, რომლებიც დღეს ყველგანაა. ეს იმ ფონზე, როდესაც ქედაში, ხულოში და თუნდაც სოფელ ვაიოში ისეთი ადგილობრივი კერძებია, რომლის დაგემოვნებისას პროფესიონალი მზარეულიც კი იტირებდა. თუმცა ბათუმში ეს კერძები ნაკლებად ჩანს. საუკეთესო ცეზარის სალათსა და სოკოს სუფს ყველგან აკეთებენ, მაგრამ კარგი ბორანოთი შესაძლოა უფრო ბევრი გააკვირვო. ვინც ღირსეულად ცნობს საკუთარ თავს და ცდილობს თავისი უნიკალურობა სხვას შესთავაზოს, ეს ყველასთვის საინტერესო და მისაღებია, როდესაც წიგნზე ვმუშაობდით, მივედით კულინარიულ ინსტიტუტში, სადაც ახალგაზრდა ქართველები მიდიან და სწავლობენ, როგორ გააკეთონ მეორე ხარისხოვანი იტალიური საჭმელი, ან ვითომ ფრანგული, როცა ჩვენ – მარანი, რესტორნები, თუ ტურისტული კომპანია ვცდილობთ გამოვქექოთ ეს უნიკალური კერძები და სასმელი“, განმარტავს ჯონ უერდემანი.
ჯონ უერდამანმა ქართული ადგილობირვი კერძების პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ფესტივალი „ტურისტერის“ ფარგლებში ისაუბრა. ფესტივალი 31 მარტს ბათუმში „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში ტურიზმში არსებულ სხვადასხვა გამოწვევაზე ისაუბრეს.