თბილისი (BPI) – გუშინ ღამით, დიღმის მასივში მომხდარი ხანძრის შედეგად ტექნიკის მაღაზია „ტექნო ლუქსთან“ ერთად კიდევ სამი კომპანიის საწყობი დაიწვა, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი, NM Group-ია დაზღვეული. კომპანია NM Group-ს ტექნიკის მარაგები ჯიპაი ჰოლდინგში აქვს დაზღვეული.
ჯიპიაის ზარალების რეგულირების ჯგუფი ხანძრის გაჩენისთანავე გამოცხადდა შემთხვევის დგილზე და ამ დრომდე მიმდინარეობს შეფასების პროცესი. ექსპერტიზის დასკვნისა და შეფასების დასრულებისთანავე დაიწყება ზარალის დარეგულირების პროცესი.
კომპანია NM group ქონების დაზღვევის პოლისით არის დაზღვეული, რომელიც ხანძართან ერთად, ისეთი შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებს, როგორიცაა : სტიქიური მოვლენები, ძარცვა-ყაჩაღობა, ვანდალიზმი და სხვა.
როგორც ცნობილია, არც კომპანია „ტექნო ლუქს“, რომელსაც , გავრცელებული ინფორმაციის თანახმად , ხანძრის შედეგად ყველაზე დიდი, 2 მლნ ლარამდე ზარალი მიადგა, და არც დანარჩენი 2 კომპანიის საწყობი დაზღვეული არ ყოფილა.
აღსანიშნავია, გასული წლების მონაცემებით, ჯიპიაი ჰოლდინგი სადაზღვევო ზარალების ანაზღაურების კუთხით, პირველია ბაზარზე და ჯამში 78 მილიონი ლარი აანაზღაურა.
ჯიპიაის მიერ იყო დაზღვეული ასევე გასული წლებში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძრის შედეგად დაზარალებული ელიავას ბაზრობაც, რომლის მოვაჭრეებსაც კომპანიამ ჯამში 600 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.