„ჯეოქეისის” მკვლევარმა კახი ქენქაძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ომი და მიგრაცია” მონაწილეობა მიიღო

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის” და ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარმა კახი ქენქაძემ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ომი და მიგრაცია” მონაწილეობა მიიღო.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ომის შედეგად იძულებითი მიგრაციის მართვის შესახებ მსჯელობა, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე ომის ზეგავლენასა და აღნიშნულ პროცესში სახელმწიფოების როლის თაობაზე სტუდენტების მოსაზრებებისა და ცოდნის ურთიერთგაზიარება.

მომხსენებლებმა მიმოიხილეს ომით გამოწვეული მიგრაციის მიზეზები და შედეგები, უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და საერთაშორისო საზოგადოების საპასუხო ნაბიჯები, ასევე უკრაინაში ომის შედეგად საქართველოში იმიგრაციის კუთხით არსებული ვითარება.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის მკვლევრებმა და სტუდენტებმა.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …