ხიჭაური-გოდერძის უღელტეხილის გაზიფიცირება იწყება

თბილისი (BPI) – ხიჭაური-გოდერძის უღელტეხილის გაზიფიცირების პროექტის სამშენებლო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდა. გაზიფიცირების მეორე ეტაპი ითვალისწინებს შუახევიდან(სოფ.ხიჭაური) – გოდერძის უღელტეხილამდე, 54.0 კმ. მონაკვეთზე ძირითადი გაზსადენის მშენებლობას.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 33 797 000 ლარი, გაზიფიცირდება 15 200 აბონენტი.

გამარჯვებულმა კომპანიამ გაზის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში უნდა უზრუნველყოს.

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპი 2018 წელს დასრულდა, რომელიც მოიცავდა სალიბაურიდან-ხიჭაურამდე ცენტრალური მაგისტრალის 65 კმ. მონაკვეთის მშენებლობას. პროექტი ითვალისწინებს 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას. სამშენებლო სამუშაოებში 120 ადამიანი დასაქმდა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …