International Finance Corporation-მა (IFC) საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების (Invest in Georgia) მიმართულების წარმატებას სპეციალური სტატია მიუძღვნა.
„სააგენტოს წარმატებაზე IFC-ს მიერ მსგავსი სტატიის გამოცემა მოწმობს, რომ დღეს Invest in Georgia-ს მიმართულება ეფექტიანია“ – განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა. მისი თქმით: „ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს, რომ სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგად, მოხდეს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაცია და უფრო მეტი პოტენციური ინვესტორისთვისათვის დაინტერესება.“ როგორც სტატიაშია აღნიშნული ინვესტიციების ხელშეწყობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ Invest in Georgia-ს ფარგლებში IFC-ის მხარდაჭერით შეიმუშავა, ძალზე დროული იყო. „გეგმა ასახავს მიზნობრივი პოლიტიკის რეფორმების მთელ რიგს, რათა მოხდეს ქვეყნის საინვესტიციო სტრატეგიის უკეთ სინქრონიზება ექსპორტსა და ე.წ. ეფექტიანობაზე დაფუძნებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სპეციფიკურ მოთხოვნებთან, რაც შეიძლება იყოს ეკონომიკური დივერსიფიკაციისა და დახვეწილობის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი“, – განაცხადა ივანა ფერნანდეს დუარტემ, IFC-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა მენეჯერმა. IFC-ს მიერ მომზადებული სტატიის თანახმად, პირველი შედეგები უკვე ჩანს და სავარაუდოდ, მას სხვა ბევრიც მოჰყვება. |
შემთხვევითი სიახლე
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …