ხვალ, “საქართველოში ჯანმრთელობის უნივერსალური დაზღვევის დანერგვის სტრატეგიის” სარეკომენდაციო პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების პლატფორმას“ (GeoDP) მიმდინარე წლის 16 დეკემბერს 15 საათზე „საქართველოში ჯანმრთელობის უნივერსალური დაზღვევის დანერგვის სტრატეგიის“ სარეკომენდაციო პროექტის ონლაინ პრეზენტაციას მართავს.

სტრატეგიის დოკუმენტი შემუშავდა ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომისტების და დაზღვევის სპეციალისტების მონაწილეობით შექმნილი ჯგუფის მიერ, „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“  მხარდაჭერილი პროექტის „ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო, უნივერსალური დაზღვევის პოლიტიკის შემუშავება“ ფარგლებში.

ონლაინ პრეზენტაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა „საქართველოს განვითარების პლატფორმის“ სოციალური ქსელის „ფეისბუქი“ ოფიციალურ გვერდზე – Geodp • საქართველოს განვითარების პლატფორმა. ასევე, შესაძლებელია ჩაერთოთ ონლაინ შეხვედრაში და დასვათ თქვენთვის სასურველი შეკითხვები (Zoom Link)

პრეზენტაციას წარადგენს ორგანიზაციის თავმჯდომარე, პროექტის დირექტორი, თენგიზ შერგელაშვილი.

„საქართველოში ჯანმრთელობის უნივერსალური დაზღვევის დანერგვის სტრატეგიის“ ელექტრონული ვერსია შეგიძლია იხილოთ ამ ბმულზე: https://bit.ly/3IN1fND

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …