ხვალ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონი გაიმართება

ხვალ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონი გაიმართება. როგორც ცნობილია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის 26 აპრილს 5-წლიანი 80.0 მლნ ლარის (26.4 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა დაახ. 2.1-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით, რომელიც 2022 წლის მარტში გაიმართა, 0.460პპ-ით გაიზარდა და 10.603% შეადგინა.
უახლოესი აუქციონი დაგეგმილია 2022 წლის 3 მაისს, სადაც 6-თვიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 2-წლიანი 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …