ხვალიდან, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისთვის რეცეპტის გამოწერა ელექტრონულად მოხდება

პირველი მარტიდან, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისთვის, რეცეპტის გამოწერა, მატერიალური სახით (ქაღალდზე), აღარ მოხდება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა.
მეორე ჯგუფის მედიკამენტები რეცეპტით გაცემას 2014 წლიდან ექვემდებარება. აქამდე დოკუმენტი იწარმოებოდა როგორც მატერიალურად, ასევე ელექტრონული სახით. აღნიშნული ცვლილების მიზანი ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობა და მედიკამენტების ფასების შემცირებაა.
გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას, გარკვეული ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვისას მოქმედებს გამონაკლისი და პრეპარატების გაცემა ხდება რეცეპტის გარეშე. ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხა შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე – https://bit.ly/3vqXQ2O
ასევე აღსანიშნავია, რომ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, მომდევნო ეტაპზე, მედიკამენტების გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება.
აღნიშნული ცვლილებების მიზანი, ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფაა, რაც ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას, მედიკამენტებზე სამართლიანი ფასების დაწესებას განაპირობებს და პოლიფარმაციის ანუ წამლების ჭარბად დანიშვნის კონტროლს გაამკაცრებს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …