ხელოვნური ტბა და რეზერვუარები – გუდაურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობები აშენდება

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობები აშენდება გუდაურშიც, რომელიც ტურისტულ ზონაში ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განახორციელებს. ამ ეტაპზე, საერთაშორისო ტენდერი დასრულებულია და მიმდინარეობს შემოსული წინადადებების განხილვა.

გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია სამუშაოებს გაზაფხულზე დაიწყებს.

პროექტი ითვალისწინებს წყალარინების ხუთი ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასა დ შემდგომ მის ექსპლუატაციაში გაშვებას. თანამედროვე ტიპის ობიექტები მინიმუმამდე დაიყვანს რეგიონში ეკოლოგური დაბინძურების საფრთხეს და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, გამწმენდი ნაგებობების ამოქმედება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ადგილობრივებისა და დამსვენებლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. 2019 წელს კომპანია გუდაურში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას გეგმას. კერძოდ, სასმელი წყლისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემების მშენებლობას. ასევე, გუდაურის ხელოვნური რეზერვუარის წყლისშემვსებ სამუშაოებს. გარდა ამისა, კომპანიამ წლის დასაწყისში გუდაურის ხელოვნური ტბის მოწყობისთვის 11 მლნ ლარის სამუშაოები დაასრულა.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …