ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი აშენდება

თბილისი (BPI) – მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხაშურში, საერთაშორისო სტანდარტების სტადიონს აშენებს. პროექტს მსოფლიო ბანკი 6.1 მილიონი ლარით აფინანსებს.

პროექტის ფარგლებში, ხელოვნურსაფარიან საფეხბურთო მოედანთან ერთად მოეწყობა განათება და სარწყავი სისტემა, ტრიბუნები და ღია ავტოსადგომი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კი აშენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები. პროექტი ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობასაც.

სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში დასრულდება.

 

 

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …