ხაზინის ოპერაციები რეზერვების ზრდას ხელს უშლის

თბილისი (BPI) – სებ-ი რეზერვების შევსებას უკვე 2 ინსტრუმენტით განაგრძობს სავალუტო აუქციონით და ოფციონით. სებ-ის ინფორმაციით, დონე (USD 3.3 მლრდ), ამ დროისთვის სსფ-ის შეფასების მეტრიკას (100-150%) არ შეესაბამება. 94%-ია და რამდენიმე თვეში ქვედა ზღვარს უნდა მიუახლოვდეს.

სებ-ის “თვის მიმოხილვის” თანახმად, 2018 წლის დეკემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა USD 201.3 მლნ -ით გაიზარდა. საერთაშორისო რეზერვებზე ზრდის მიმართულებით იმოქმედა სავალუტო აუქციონებმა და მთავრობის მიერ მიღებულმა სესხებმა და გრანტებმა. მეორე მხრივ, საერთაშორისო რეზერვებზე კლების მიმართულებით იმოქმედა როგორც კომერციულ ბანკებთან, ასევე ხაზინასთან განხორციელებულმა ოპერაციებმა.


ზრდის 5-ჯერ დაბალი ტემპი აღინიშნა წინა საანგარიშო თვეს (12/2017). მთავარი წნეხი ბანკების უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთების შემცირებიდან წამოვიდა. რეზერვები სსფ-ის გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში გადმორიცხულმა USD 42.4 მლნ -მ გაზარდა. ასევე აისახა ევროკომისიის გრანტები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საინვესტიციო სესხები.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …