ხაზარაძის მოძრაობა ანაკლიაში ფუძნდება

თბილისი (BPI) – ხვალ, 12 სექტემბერს, 12:00 საათზე ანაკლიაში მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს.

როგორც bm.ge-ის ხაზარაძის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხვალ ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და ორგანიზაციის მიზნები.

მისივე ინფორმაციით, ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.

მამუკა ხაზარაძის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი აწარმოებს პირდაპირ ეთერს.

დაინტერესებულ მედიას შესაძლებლობა აქვს მიიღოს სატელიტის სიგნალი და აწარმოოს პირდაპირი ტრანსლაცია: AzerSpace 1 46.0E, Freq: 11 110.4MHz, Pol: V, S/R: 3200, Fec: 5/6, R/O: 0.25%, Date: 12.09.2019, 11:55 – 12:25.

შემთხვევითი სიახლე

NASA: ვენერა შესაძლოა გეოლოგიურად „ცოცხალი“ იყოს

მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით …