ხაზარაძის დამცველი დაკითხვის ოქმის გასაჯაროებას ითხოვს

თბილისი (BPI) –” ვთხოვთ საგამოძიებო ორგანოს, სრულად გამოაქვეყნოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმები. მით უფრო რომ ასეთი პრეცედენტი მან უკვე შექმნა ჩვენების ცალკეული ნაწილის გამოქვეყნებით. აღნიშნული გამორიცხავს ჩვენებიდან ამონარიდებით არასწორი წარმოდგენების შექმნას და საზოგადოებას თავად მიეცემა საშუალება გააკეთოს დასკვნები“ , – განაცხადა ბანკის ადვოკატმა.

დღეს ეს ზვიად კორძაძის მე-2 მიმართაა. მან მანამდე განაცხადა, რომ

1.,,ფულის გათეთრების” მუხლით აღზრულ საქმეზე  რაც მეტ კომენტარს აკეთებს საგამოძიებო ორგანო, მით უფრო ნათელი ხდება, რომ არავითარ ფულის გათეთრებასთან საქმე არ გვაქვს და ბუნებაში ვერ გვექნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველა ოპერაცია ლეგალურია, შესრულებულია საბანკო გადარიცხვის გზით და არაერთხელ შემოწმდა რეგულატორის მიერ. არ არსებობს ,,შავი ფული”, რომელიც ვინმემ ,,გაათეთრა”. უფრო მეტიც, თვით ეროვნული ბანკიც ბოლო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოსცა სანქციები, არსად ახსენებს ფულის გათეთრებას.

2.გამოძიება მიმდინარეობს გრიფით საიდუმლო. საქმეზე არავინაა ბრალდებული. ამ დროს პროკურატურა პერიოდულად აკეთებს განცხადებას,  ჩვენებებიდან ამოგლეჯილ ფრაზებით. მაშინ, როცა მათ როგორც მოწმეებს, მოქმედი კანონმდებლობით არათუ საქმის მასალების ნახვის, საკუთარი ჩვენების ასლის მიღების უფლებაც არ აქვთ.

3. პროკურატურა ბრიფინგებს აწყობს იმ მოტივით, რომ დააკმაყოფილებს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესის, ამასთან არ ხსნის საქმეს საიდუმლო გრიფს და არ იძლევა საშუალებას საზოგადოებას სრულად მიიღოს ინფორმაცია. რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიების და ამ ბრიფინგების მიზანი არა საქმეში სამართლებრივი სიცხადის შეტანა, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის რეპუტაციული ზიანის მიყენებაა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …