ხაზარაძე-ჯაფარიძე საგამოძიებო უწყებების უნებართვოდ ქვეყანას ვერ დატოვებენ

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებს საგამოძიებო უწყებების უნებართვოდ ქვეყნის დატოვება აეკრძალათ.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე.

“გირაოს ოდენობად ვითხოვთ 1 მლნ ლარს თითოეულის შემთხვევაში”, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებისას მხედველობაში მიიღება ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის …