წყალმომარაგების კომპანია სტუ-ს სტუდენტებს ანაზღაურებად სტაჟირებაზე აიყვანს

თბილისი (BPI) – წყლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ  ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა.

კომპანიაში ყველაზე მაღალი აკადემიური  მოსწრების ორი სტუდენტი დასაქმების პერსპექტივით ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.

ეკატერინე გალდავამ წყალმომარაგების, საინჟინრო და სამშენებლო  დარგის მიმართულების სტუდენტებს კომპანიის საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. ეკატერინე გალდავა ლექციის მსვლელობისას წყლის რესურსის დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.  

 „პირველად ვიწყებთ თანამშრობლობას ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომლის მეშვეობითაც ამ ეტაპზე ორ სტუდენტს ანაზღაურებად სტაჟირებაზე ავიყვანთ.  ყველანაირად ვეცდებით ჩავრთოთ იმ პროექტებში და მიმდინარე სამუშაოებში, რაც  დღეს ხორციელდება.  გვინდა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში   კომპანიაში მოხდეს მათთვის გამოცდილების გაზიარება. დავიწყებთ სტუდენტებისთვის ინფო ტურებს, დავათვალიერებინებთ ობიექტებს,  რათა დავაინტერესოთ ახალგაზრდები თუ რა ტიპის პროექტები ხორციელდება წყალმომარაგებასა და კანალიზაციის დარგში, თუ რაოდენ საინტერესოა დღეს ეს სფერო“ -განაცხადა  ეკატერინე გალდავამ.

შემთხვევითი სიახლე

10 წლის განმავლობაში პირველად – Google-მა ლოგოტიპი განაახლა

კომპანიამ Google 2015 წლის შემდეგ ლოგოტიპი პირველად შეცვალა – ასო G ახლა წარმოდგენილია კომპანიის ფერების გრადიენტული გადასვლით. …