წელს დაცული ტერიტორიების ფართობი 190 000 ჰა-ით გაიზრდება

თბილისი (BPI) – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2019 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი 190 000 ჰა-ით გაიზრდება, ასევე საქართველოს დაცული ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარდგენის მნიშვნელობაზე აღნიშნა.

2018 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტო გახდა ევროპარკების ფედერაციის წევრი.

„მნიშვნელოვანია, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება და მისი პოპულარიზაცია, ამისთვის 2019 წელს სამინისტრო მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებს“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

2018 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 16%-ით, ხოლო სერვისებიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობა 87%-ით გაიზარდა.

შემოსავლები მოხმარდება საკონსერვაციო საქმიანობას და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

განხორციელდება რიყის პარკში დაცული ტერიტორიების საგანმანათლებლო და საინფორმაციო ცენტრის შენობის პროექტირება.

2019 წელს ვიზიტორებისთვის გაიხსნება ოკაცეს ჩანჩქერის ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც რეგიონში ტურისტების რაოდენობას გაზრდის. კვლევების მიხედვით, მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის ეფექტმა საქართველოს ეკონომიკაში 87 000 000 ლარი შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …