წელს დავით გარეჯის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება

თბილისი (BPI) – რეგიონული განვითარების ფონდი, მიმდინარე წელს საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი ისეა დაზიანებული, რომ მძღოლებს მანქანით სიარული უჭირთ.

“აქ დღეში დაახლოებით 300-400 ტურისტი დადის, გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის განვითარების კუთხით, ისე ადგილობრივი უდაბნოს მცხოვრებლებისთვის. დიდი ხანია ამ მონაკვეთს რეაბილტაცია არ ჩატარებია, ისეთ ცუდ მდგომარეობაშია, მსუბუქი ავტომანქანებით გავლა ჭირს,”-განუცხადა speqtri.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსი გილაშვილმა.

რა თანხა დაიხარჯება გზის რეაბილიტაციისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შედგება და ტენდერი გამოცხადდება.

speqtri.ge

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …