თბილისი (BPI) – დაცული ტერიტორიების სააგენტო 2019 წლის ეკოტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადება.
წელს ვიზიტორებისთვის კიდევ ერთი ახალი ეკოტურისტული მიმართულება – ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნება, სადაც ეკოტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა მოეწყო.
ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი მდ. საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადია. პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია, მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარომიქმნეაბა კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.
მდებარეობს ხონის მუნიციპალიტეტში, სოფ. კინჩხას მიდამოებში, ის
ზღვის დონიდან 843 მეტრზეა.