ძნელაძე: საპენსიო სისტემა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის სტიმული გახდება

თბილისი (BPI) – ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი დაგროვებითი პენსიის სისტემას საქართველოს რეალობაში ამბიციურ პროექტს უწოდებს.

ალექსანდრე ძნელაძე მიიჩნევს, რომ გრძელვადიანი რესურსი, რომელიც დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს 2-2%-იანი დანაზოგების აკუმულირებით შეიკრიბება სტიმული გახდება ქართული კაპიტალის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის.

მიუხედავად 40 წელს გადაცილებული მოქალაქეების ნებაყოფლობითობისა, ჩაერთონ თუ არა საპენსიო სქემაში, ძნელაძე დარწმუნებულია, დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

“სახელმწიფოს მზაობა, გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში დააბანდოს გადასახადებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოქალაქეების უზრუნველი სიბერის უზრუნველსაყოფად მისასალმებელია, დარწმუნებული ვართ უახლოეს პერიოდში ვიხილავთ არაერთ ინიციატივას, რომელიც ასევე მოიცავს თვითდასაქმებულების და უმუშევრების საპენსიო სქემების დააახლოებას დასაქმებული პირების დაგროვებით პენსიასთან” – წერს ალექსანდრე ძნელაძე გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში …