ძველ თბილიში სასუმრო Ramada by Wyndham-ი გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თბილისში, სასტუმრო „რამადას“ გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

სასტუმრო სრულად ქართული ინვესტიციით აშენდა. მის ასაშენებლად 27 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

სასტუმრო მსოფლიო ცნობილი ბრენდის Ramada by Wyndham-ის ბრენდის ქვეშ იფუნქციონირებს.

ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიის მიუხედევად, ტურიზმის სექტორის აღდგენა იძლევა იმის საშუალებას, რომ მსხვილი ინვესტიციები განხორციელდეს სასტუმრო სექტორში და ახალმა სასტუმროებმა დაიწყონ ოპერირება.

„ძველ თბილისში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო იწყებს ოპერირებას, რომელიც რამადას საერთაშორისო ბრენდის ქვეშ არის წარმოდგენილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის სრულიად ქართული, საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია. სასტუმროში წარმოდგენილია 108 ნომერი, სარესტორნე ინფრასტრუქტურა, სპა. მნიშვნელოვანია, რომ 140-მდე ადამიანია დასაქმებული. ასევე აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, ტურიზმის სექტორის აღდგენა იძლევა იმის საშუალებას, რომ მსხვილი ინვესტიციები განხორციელდეს სასტუმრო სექტორში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასტუმრო ძალიან სრაფად დაიტვირთება და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სტუმრებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …