ძველ თბილისში სამშენებლო მიმართულებით, გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება

თბილისი (BPI) – ძველი თბილისის ნაწილში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება.

კახა კალაძე ამბობს, რომ ქალაქის ისტორიული ნაწილი ის ტერიტორიაა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება და უნდა მოწესრიგდეს სიმაღლეებთან დაკავშირებული პრობლემები, მორფოლოგია, იერსახე.

“იმისთვის, რომ ძველი თბილისი გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ ის, რითაც ვამაყობთ, აუცილებელია, ამ რეგულაციების განხორციელება. ყველა ევროპულ ქალაქში, რომელსაც ისტორიული ნაწილი აქვს, ყველგან მსგავსი დამოკიდებულებაა. უახლოეს დღეებში გვექნება პრეზენტაცია, რომელზეც ექსპერტებს, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს მოვიწვევთ. პროექტის განხორციელებაზე ექსპერტთა სხვადასხვა ჯგუფი მუშაობდა, რისთვისაც მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რეგლამენტის პროექტი წინა პერიოდებში (2006-2007) განხორციელებული დაფარვითი ინვენტარიზაციისა და ისტორიულ კულტურული საყრდენი გეგმის საფუძველზე დამუშავდა. რეგლამენტი ისტორიულ ქალაქში ჩარევების ძირითად წესებს და პრინციპებს, მათ შორის სიმაღლეებს, მოცულობებს, მასშტაბს, მორფოლოგიასა და იერსახეს განსაზღვრავს, რაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრულ რეგულაციებს ჩაანაცვლებს.

დოკუმენტის მომზადების პროცესში, დარგის ექსპერტებთან არაერთი სამუშაო შეხვედრა და განხილვა გაიმართა. პროექტის მომზადებაში ჩართული იყვნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, საბჭო და თბილისის განვითარების ფონდი.

აღნიშნულ პროცესში სამუშაო ჯგუფს უდიდესი დახმარება გაუწია საფრანგეთის ისტორიული ქალაქების ასოციაციამ და  საფრანგეთის საელჩომ.

შემთხვევითი სიახლე

10 წლის განმავლობაში პირველად – Google-მა ლოგოტიპი განაახლა

კომპანიამ Google 2015 წლის შემდეგ ლოგოტიპი პირველად შეცვალა – ასო G ახლა წარმოდგენილია კომპანიის ფერების გრადიენტული გადასვლით. …