ჩინეთის დახმარებით საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტები ახალი სისტემებით აღიჭურვება

თბილისი (BPI) – ჩინეთის დახმარებით საქართველო საბაჟო-გამშვები პუნქტებისთვის საინსპექციო სისტემებს შეიძენს.

საქართველო ჩინეთთან ეკონომიკურ-ტექნიკურ თანამშრომლობაზე შესაბამისი შეთანხმება უკვე გააფორმა. შეთანხმების თანახმად, ჩინეთის მთავრობა საქართველოსთვის გამოყოფს უსასყიდლო დახმარებას 100 მლნ იუანს (დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი).

უსასყიდლო დახმარების ფარგლებში შეძენილი აღჭურვილობა საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდებისდა საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, ამავდროულად ის ხელს შეუწყობს უსაფრთხოების დაცვას.

ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2005 წლიდან დღემდე, გრანტების სახით უკვე გამოყოფილია, დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარი, შეღავათიანი სასაქონლო კრედიტის სახით – დაახლოებით 4.3 მლნ აშშ დოლარი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა და ამჟამად მიმდინარეობს ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის (ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობა სენაკსა და თელავში) ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობაში ირიგაციისა და სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერა, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და მოწყობილობებით. ამასთან, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ჯანსაღი ცხოვრების წესის, მეწარმეობისა და ინოვაციების და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული ჰაბების შექმნის პროექტის განხორციელება.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …